რამაზ ბუდაღაშვილმა საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

11/12/2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა, მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ვახტანგისსა და სოფელ კალინინოში, საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, მშენებლებს ვადა სამუშაოების დასრულებამდე მისცა.
მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები 2015-2016 წლებში შესრულდა, ხოლო მშენებლობის მეორე ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 581 000 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სოფელ ვახტანგისის, ჯანდარის და კალინინოს საბავშვო ბაღები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0