რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

08/12/2017

რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე–პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე თანამშრომლებთან და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ყრილობაზე აღმასკომის წევრები და რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს. აღნიშნული პოზიცია ბექა ოშხერელმა დაიკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0