“საქართველოს ფოსტამ” გურჯაანში თანამედროვე კონსტრუქციის ახალი სერვისცენტრი გახსნა

17/10/2017

“საქართველოს ფოსტამ” გურჯაანში თანამედროვე კონსტრუქციის ახალი სერვისცენტრი გახსნა, სადაც გურჯაანელები დედაქალაქში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებენ. გახსნის ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე დაესწრნენ.
დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0