საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

19/10/2017

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის წესით გაიმართა. საპრიზო კატეგორიების მიხედვით შეჯიბრში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. ფინალში ეროვნული თავდავის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი კი, სამხედრო პოლიციის გუნდს ხვდა წილად.
შეჯიბრში მონაწილეობა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბმა, დავით აღამაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ეროვნულმა გვარდიამ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.
საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტტამენტის სპორტული ღონისძიეების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0