სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი არჩევნების დღეს ამოქმედდება

20/10/2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, 21 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 იმუშავებს.
საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ (+995 32) 2 40 10 10, რომელთაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0