უფლისციხეში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

02/10/2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის ახლადრეაბილიტირებულმა სკოლამდელმა დაწესებულებამ სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განაახლა. ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარებს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნუგზარ ინჯიამ პირადად მიულოცა და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა. უფლისციხის სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რის შემდეგაც საბავშვო ბაღი სააგენტომ უახლესი ინვენტარით აღჭურვა. დღესდღეობით, სკოლამდელი დაწესებულება 31 აღსაზრდელს ემსახურება, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში საბავშვო ბაღი მზად არის დამატებით 30 აღსაზრდელის მისაღებად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0