ფოთის მერმა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

12/02/2018

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად, დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი დაათვალიერა. ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ამ ეტაპზე მისი ინვენტარით უზრუნველოფა უნდა მოხდეს.
ადაპტირებული ბაღი 100 -მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. აქ 4 ასაკობრივი ჯგუფი იმუშავებს.
ეზოს კეთილმოწყობა და სათამაშო ინვენტარით აღჭურვა, რაზეც ტენდერია გამოცხადებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბაღი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.
პროექტის ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0