ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

11/10/2017

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე, საღამოს 18:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0