ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა

10/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალადობის ფორმებზე, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე, ასევე, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც ამ ტიპის დანაშაულის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა.
შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და გუბერნიის თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „ძალა ნდობას“ – მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0