ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაის მთებში პირველი ქართული გზა გაჭრეს

20/10/2017

ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაის მთებში პირველი ქართული გზა გაჭრეს.
საამაყოა, რომ სამმა მეგობარმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ბორჯომელი ბაქარ გელაშვილია სიდიდით მსოფლიოს რიგით მერვე მთის მანასლუს (8156) იგივე “სულის მთის” სიახლოვეს მდებარე მწვერვალი ლარკია დაიპყრეს.
ლარკიას სიმაღლე 6425 მეტრი, კედელი – 700 მეტრი, ხოლო ასვლის სირთულე 6A კატეგორიით არის შეფასებული.
როგორც მთასვლელებმა აღნიშნეს, ლარკია ხელუხლებელი და მიუდგომელი განძივით იყო, რომელზეც ფეხი ჯერ არავის არ დაედგა.
აღნიშნულ ფაქტს ვრცელი სტატია “ამერიკის ხმა”-მ მიუძღვნა.
“ამერიკის ხმის” ცნობით, ლარკიას მწვერვალისა და მისი ფერდობების შესახებ მთელი ინფორმაცია, სამიოდე შორი პანორამული ფოტოთი და სატელიტით მიღებული ზოგადი, მოძველებული ცნობებით შემოიფარგლებოდა.
ქართული ექსპედიცია ნეპალის დედალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩაფრინდა. იქ მათ, მეოთხე წევრი, ევერესტზე სამჯერ ნამყოფი გია თორთლაძე შეუერთდა.
ალპინისტებმა ლარკიას მწვერვალი 9 დღეში დაიპყრეს. 27 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე კი ჰიმალაებში პირველი ქართული გზა გაიჭრა და ქართველი მთამსვლელებმა ლარკიას უმაღლეს წერტილს მიაღწიეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი გულითადად ულოცავს ბაქარს და მის მეგობრებს გიორგი ტეფნაძესა და არჩილ ბადრიაშვილს ასეთ დიდ წარმატებას და უსურვებს კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0