შეიქმნა ერთიანი ვიზუალური სტანდარტი

05/12/2017

ნინო ლაცაბიძე: ,,ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, რეგლამენტში არსებული სახელწოდება – მაჟორიტარის ოფისი მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლობით იცვლება. თანამშრომლების შერჩევა კი ღია და გამჭვირვალე კონკურსით მოხდება. შეიქმნა ერთიანი ვიზუალური სტანდარტი და რაც მთავარია, წარმომადგენლობების მუშაობის ერთიანი სტილი.
აღნიშნული კონცეფციით მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლობების მუშაობა ძირითადი პრინციპების დაცვით – ღიაობით, სისტემურობითა და გამჭვირვალობით იქნება გარანტირებული”.
მოსახლეობის პრობლემების კიდევ უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოგვარების, ასევე, თბილისელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა. მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა ოლქში არსებული პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყობს ხელს, რაც მაჟორიტარს ბევრად უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0