ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია

11/12/2017

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულადაა მხარდაჭერილი“, – ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პირველი შეფასება მოიწონა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა აგებულია საქართველოს 4 პუნქტიან გეგმაზე და შესაბამისად, ფონდის მიერ ჩვენი მთავრობის განვითარების გეგმაც მხარდაჭერილია.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას, შემდეგი წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება. „რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ქვეყნის საგარეო პოზიცია. წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ფისკალურ კონსოლიდაციას, ასევე ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მაკროეკონომიკური ზრდისკენაა მიმართული“, – აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0