ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა სემინარში „საარქივო საქმე და საქმისწარმოება“ მიიღეს მონაწილეობა

05/07/2016

სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ დოკუმენტბრუნვის საკითხები, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების დამუშავების პროცესი. სასწავლო პროგრამა საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკანონმდებლო ბაზების გაცნობას, საქმისწარმოების ძირითადი წესების, დაწესებულებების ნომენკლატურების შედგენის, დოკუმენტების დასაარქივებლად მომზადების და დაწესებულებათა არქივების მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესწავლას მოიცავდა.
სასწავლო კურსი ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს.
სემინარი „საარქივო საქმე და საქმისწარმოება“ ცესკოში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ, მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და 4 ივლისს დასრულდა. მონაწილეებს სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0