6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

05/07/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს. ამ დროისთვის, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ოზურგეთის კოლეჯი„ჰორიზონტი“უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად, ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“ ესტუმრა და დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0