7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

06/01/2018

ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მოიმატებს ინტერესი უძრავი ქონებისა და მემკვიდრეობისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
სიჯიუტე სიკეთეს არ მოგიტანთ. არავინ დაადანაშაულოთ და თავადაც აღიარეთ დანაშაული. ასე უფრო გაიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ტყუპი
პირველ ადგილზე გართობა კი არა, პასუხისმგებლობა დააყენეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი რიტუალებისა და საიდუმლოებებისადმი. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. თუ, რა თქმა უნდა, თავად მოისურვებთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

ქალწული
დილიდანვე შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა. კარგი დღეა ახლობლების მოსანახულებლად, ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

სასწორი
სანამ სხვებს საჩუქრებით აავსებთ, ჯერ საკუთარი თავი გაინებივრეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მორიელი
ყური დაუგდეთ ოჯახის წევრების რჩევებს. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან და საჭირო ადამიანებთან. კარგი დღეა მგზავრობისა და ვიზიტისთვის.

მშვილდოსანი
გათავისუფლდით წარსულისგან, მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები და დღე ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული და სერიოზული. გახალისდით მეგობრებთან ერთად. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მერწყული
მხიარული იმიჯის მიუხედავად, საკმაოდ მგრძნობარე ადამიანი ხართ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. ადამიანებს, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან.

თევზები
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. დღეს უნდა დაივიწყოთ ყველა უსიამოვნება და იყოთ პოზიტიური. გაისეირნეთ ბუნებაში, ესტუმრეთ ახლობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0