CENN-მა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირადი ჰიგიენის ნივთები გადასცა

04/04/2020

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN -მა, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის(TCCF) ფინანსური მხარდაჭერით, New World-ის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის WaSH საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანთანამშრომლობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირადი ჰიგიენის ნივთები გადასცა. პირადი ჰიგიენის ნივთები CENN-ის წარმომადგენელმა მარიკო წიქორიძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დაარიგა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომუშავე მედიკოსებისა და ამბულატორიებისთვის სპეციალური ეკიპირების გადაცემასაც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0