ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავება“ ახალ პროექტს იწყებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 2017 წლის 16 იანვრიდან სოფლის მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლითი მომსახურეობის პროგრამის განხორციელება იწყება. რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან თვეში ოთხჯერ, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, სატვირთო ავტომანქანებით მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ნაგვის გატანას გულისხმობს. ამ ღონისძიებებისთვის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრში,, გამოყოფილია 6 სატვირთო ავტომანქანა. შედგენილია ცალკეულ სოფლებში მათი მისვლის გრაფიკი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N 19 დადგენილებით, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 4 კაცით, ანუ მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში. მუშაობის გრაფიკი იხილეთ თანდართულ ფაილზე.

Visited 226 times, 1 visit(s) today