ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ორგანიზებით, ცენტრალური ქუჩები, ხალხმრავალი ადგილები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები სპეციალური ხსნარით დამუშავდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ორგანიზებით, ცენტრალური ქუჩები, ხალხმრავალი ადგილები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები სპეციალური ხსნარით დამუშავდა. „ხაშურსერვისის“ ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლას, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზს, კულტურის სახლს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას და სხვადასხვა ობიექტს.
სრულდება საქართველოს მთავრობისა და სათანადო უწყებების მიერ მიღებული რეკომენდაციები. პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები მოძრაობენ ავტომობილებით, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მოსახლეობას დამატებით აწვდიან ინფორმაციას არსებულ საფრთხეებზე, მოუწოდებენ შინ დარჩენისა და საგანგებო რეჟიმის ზომების დაცვისკენ.

Visited 138 times, 1 visit(s) today