აატა ბურჭულაძის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკო-ს ”გირჩის” გარეშე მიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პაატა ბურჭულაძის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკო-ს ”გირჩის” გარეშე მიმართა. 26 აგვისტოს, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”; “სამოქალაქო პლატფორმამ – ახალი საქართველო” და “ახალმა მემარჯვენეებმა”. ხელმძღვანელ პირებს შორის დასახელებული არიან პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე, ხოლო, წარმომადგენლებს შორის, დავით ჯანდიერი და ანა კობახიძე.
ყოველივე ამას ”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” ბლოკის შიდა შეთანხმებით ხსნის.
ზურაბ ჯაფარიძემ განცხადებით, ”ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” პოლიტიკური ბლოკის სრულფასოვანი წევრია.

”ჩვენ გარკვეული შიდა პარტიული შეთანხმება გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია ბლოკისთვის გარკვეული სარგებლის მოტანასთან, ამის გამო, ”ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი”, როგორც სუბიექტი არ არის დარეგისტრირებული. მაგალითად, ეს დაკავშირებულია საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობასთან და ა.შ. ჩვენთვის ეს არის ტექნიკური საკითხი. იქნება ბლოკის ერთიანი სია და ერთიანი მაჟორიტარების სია, ”გირჩი” იქნება ბლოკის სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Visited 183 times, 1 visit(s) today