აბაშაში საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული მამუკა კვიტაშვილმა დააჯილდოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელის მურთაზ გვაზავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ქ. აბაშის და ტყვირის გუნდები შეხვდნენ.

ტურნირი 1 ივლისს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლის ფეხბურთელთა 16 გუნდი იღებდა. ტურნირის ორგანიზატორები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საფეხბურთო კლუბი „ზანა“-ს მიერ შერჩეული მსაჯთა კოლეგია.

ფინალური შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 5:5; ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიის გამარჯვება ტყვირის გუნდმა მოიპოვა ანგარიშით 4:3. ასევე დასახელდა სხვადასხვა ნომინაციები: ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა ტყვირის გუნდის ფეხბურთელი – გიორგი თედორაძე; ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება წილად ხვდა ქ. აბაშის გუნდის ფეხბურთელს თორნიკე ძველაიას; პრიზი – მაყურებელთა სიმპათია გადაეცა ტყვირის გუნდის ფეხბურთელს გია მიგინეიშვილს; ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელისათვის პრიზი ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახმა დააწესა რომელიც გადაეცა ქ. აბაშის გუნდის ფეხბურთელს შოთა კუციას.

ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, გამგებლის მოადგილეები გია კუცია და კუკური ლასარეიშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიგა ცომაია, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. გამარჯვებული გუნდი თასით და მედლებით აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა მამუკა კვიტაშვილმა დააჯილდოვა.

Visited 204 times, 1 visit(s) today