აბიტურიენტი მსჯავრდებულები პატრიარქმა დაასაჩუქრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაასაჩუქრა.

აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა.

როგორც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ზრუნვა და თანადგომა გამარჯვების რწმენას აძლევთ.

N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოამზადეს, რომლებიც აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ინდივიდუალურად ამეცადინებდნენ.

სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

Visited 137 times, 1 visit(s) today