აგარა-ზემო ოსიაურის მიმართულებით კომფორტული ახალი გზით იმგზავრებთ

DCIM100MEDIADJI_0335.JPG

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდიანრეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Bლაცკ შეა Gროუპ” და ქუვეითური კომპანია “ჩოპრი ჩონსტრუცტიონ Eნტერპრისეს ჭ.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მილიონ ლარს შეადგენს.
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

Visited 213 times, 1 visit(s) today