აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, კომიტეტის საქმიანობა ძირითადად ოთხი მიზნის განხორციელებაზეა ორიენტირებული: ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

„ჩვენი სამოქმედო გეგმა ამ ოთხი უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად აყალიბებს სტრატეგიულ ხედვას და ამოცანებს. მისი შედგენისას გავითვალისწინეთ კომიტეტის მიერ 2023 წლამდე დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები. ამასთან, გეგმა ეფუძნება კომიტეტის მიმდინარე საჭიროებების ანალიზის შედეგებს. გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტები, ასევე საერთაშორისო ვალდებულებები, რაც ქვეყანას აგრარულ სექტორთან მიმართებით აქვს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

მისივე თქმით, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ახალ და განსხვავებულ ფორმატში შემუშავდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ცნობად მიიღო კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს გელა სამხარაულმა წარუდგინა. კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, განხორციელებული თემატური მოკვლევების, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრების, ასევე მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების და კომიტეტის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების თაობაზე. კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების და ინკლუზიურობის ხელშეწყობა დარგში. კერძოდ, კომიტეტის ინიციატივით, „სოფლის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით დაიწყო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „სოფლის განვითარების სააგენტო“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით ახორციელებს საპილოტე პროგრამას ქალებისათვის, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.

Visited 38 times, 1 visit(s) today