ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა 83 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩია. ​აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2024 წლის 11 მარტიდან მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.

Visited 19 times, 1 visit(s) today