ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის სია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის არჩევის მიზნით. სხდომაზე სამივე კანდიდატთან ინტერვიუ გაიმართა.
კომიტეტმა მოიწონა სია და რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეას, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი უყაროს საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვენენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

Visited 235 times, 1 visit(s) today