ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ პროგრესი გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საქართველოსთან მიმართებით, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ, მართლაც პროგრესი გრძელდება. სურათი არის პოზიტიური; კერძოდ, ის, რომ სხვა დასავლეთევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებლები. შარშან, როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, საქართველოს მხოლოდ 25 საქმეზე მოეთხოვა შეპასუხების წარდგენა, ხოლო 232 საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოდან გაგზავნილი საჩივარი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და ის ან დაუშვებლად გამოცხადდა, ან გამორიცხულ იქნა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ზოგიერთ დასავლეთევროპულ ქვეყანას ასეულ ან რამდენიმე ასეულ საქმეზე მოეთხოვა პასუხების გაცემა და დარღვევებიც იყო გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი. კარგია, რომ, ასევე, საჩივრების გაგზავნის ტენდენცია არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, და რომ საქართველოს მოქალაქეები ან ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირები ფიქრობენ, რომ ქვეყნის შიგნითვე შეიძლება მოგვარდეს ადამიანის უფლებების პრობლემები. ბოლოს, შარშან მხოლოდ 12 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აქედან 9 საქმეზე ითქვა მხოლოდ, რომ არის დარღვევები, 3 საქმეზე კი დარღვევები ვერ აღმოაჩინა სტრასბურგის სასამართლომ; 9 საქმიდან 8 ეხება წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დარღვევებზე იქნა გამოტანილი სწორედ შარშან 8 გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მიერ“.

Visited 144 times, 1 visit(s) today