ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ ჰქონდეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ძალიან მნიშვენლოვანია, რომ სატვირთო ნაკადების გადაადგილება იყოს უპრობლემო და პროცედურები მკაფიოდ შეჯერებული და გავლილი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. მარნეულის პროდუქცია აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონაში მყოფი პირების გადაადგილება არ მოხდეს, ამიტომ ვმუშაობთ, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა პრობლემების გარეშე, დადგენილი წესით მოხდეს.

სურსათის ეროვნულის სააგენტო აქტიურადაა ჩართული სადეზინფექციო სამუშაოებში. ძირითადად, ეს ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტში იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები ცხოვრობენ ან საქმიანობდნენ. ასევე მუშავდება სოფლები, სადაც მათი კონტაქტი დადასტურდა. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომელიც უფრო მეტ რისკს შეიცავს. ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება“ -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Visited 51 times, 1 visit(s) today