ადიგენის მოსახლეობას უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა. 2013-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 234 547 ლარის, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 274 721 ლარის ღირებუოლების საგზაო პროექტები დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზების (23 დასახლებული პუნქტი) რეაბილიტაციას მოხმარდა. დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ გზებზე გამახვილდა, რომლებიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 8770 მცხოვრებს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.

Visited 148 times, 1 visit(s) today