ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გამგებლის მოადგილეებმა მინდია ჯელიამ, არსენ ბალახაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს.
ქალბატონებმა კი ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს, მათი თქმით მსგავსი ღონისძიება ადიგენში წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას უხუცესი ქალბატონი 100 წლის მარიამ ათოშვილიც ესწრებოდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და წარმატებას!

Visited 201 times, 1 visit(s) today