ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხისა და დიდიზანავი-პატარა ზანავი- ჭულეს მონასტრის მიმართულებით გზების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მეწყერსაშიში ზონები კი გაბიონებით მაგრდება. აღსანიშნავია რომ, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, წლების განმავლობაში, როგორც ადგილობრივებს, ისე ისტორიული ძეგლების დამთვალიერებლებს გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ.
მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 700 ლარია გათვალისწინებული. ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8,5 კილომეტრი გზა მოწესრიგდება.
სოფელ ფხეროსა და ჭულეს მონასტერთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.