ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულების რეფორმა გრძელდება.
პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, იზრდება სასამართლოს როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში:
ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს;
სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება არსებითად შეისწავლოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას პირობით ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა.
ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ 18 კანონში.

Visited 165 times, 1 visit(s) today