აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში. თხილის მწარმოებელი კომპანიის” აგრიჯორჯია” წარმომადგენლებს, ინფორმაცია შტაბის საქმიანობის შესახებ ორგანიზატორებმა მიაწოდეს და ტექნიკური საშუალებები დაათვალიერეს.კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი და გამოთქვეს მავნებელთან ბრძოლის პროცესში ცართულობის მზადყოფნა. “აგრიჯორჯიას” მიერ მოწვეული იტალიელი ენტომოლოგი ჩაერთვება მონიტორინგის პროცესში და მოხდება ინფორმაციის გაცვლა. კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ მავნებელთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის, მოსახლეობის,მსხვილი და მცირე ფერმერების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის არეალის და პოპულაციის შემცირებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მიღებული მონიტორინგის შედეგების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოფს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას მუნიციპალიტეტების მიხედვით.

Visited 183 times, 1 visit(s) today