ათასწლეულის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს სინტია ჰუგერს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს სამინისტროს ახალი ხედვა და განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
ირინა აბულაძემ სინტია ჰუგერს ასევე მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო არის საუკეთესო პარტნიორი და კორპორაცია მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მასთან თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჯენერ ედელმანი და კორპორაციის სხვა წარმომადგენლები.

Visited 150 times, 1 visit(s) today