გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თემურ გიორგაძესთან ერთად, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარეობს ქ. ოზურგეთში 20-მდე ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, დაიგება 6.5 კმ. ასფალტის საფარი. სამუშაოებს შპს „პალადა“ და შპს „გზამშენი 18“ აწარმოებენ. პროექტების ჯამური ღირებულება 2 182 151 ლარს შეადგენს.
ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია (5667 გრძ.მ). სამუშაოებს შპს „პალადა“ აწარმოებს და მისი ღირებულება 1 893 763 ლარს შეადგენს.
სოფელ ცხემლისიხიდი-სოფ.ვაკიჯვრის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. (1662 გრძ.მ.) სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 730 000 ლარს შეადგენს.
სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაური(ჭალას) სასაფლაომდე არსებული გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. (1387 გრძ.მ. ) სამუშაოებს შპს „პალადა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 345 000 ლარს შეადგენს.
ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით არსებული გზის რეაბილიტაცია. (5666 გრძ.მ) სამუშაოებს შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარს შეადგენს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წელს დასრულდება.