აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკის ახალი კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. კაფსულის ჩადების ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და უნივერსიტეტის რექტორი გიგა ღავთაძე ესწრებოდნენ. ბიბლიოთეკაში განთავსდება: თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, სამკითხველო და ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები, უნივერსიტეტის მუზეუმი და ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია. ბიბლიოთეკის ახალი კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს. აწსუ – ს სამეცნიერო ბიბლიოთეკას საფუძველი 1933 წელს ჩაეყარა და ამჟამად, ის ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში. ბიბლიოთეკა არამარტო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ემსახურება, არამედ საზოგადოების ფართო წრეებს და იგი რეგიონული მნიშვნელობისაა.

Visited 276 times, 1 visit(s) today