ალექსანდრე გრიგალავამ ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 357 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილების, რკინა–ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების მოწყობას. პროექტის ღირებულება 879 909 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს. ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.

Visited 105 times, 1 visit(s) today