ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან ერთად აბედათის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება.
შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა. მან ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს ეყოლება 10 შესაბამისი სპეც – ტექნიკა, რომლიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყებს მასიურ შეწამვლას. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

Visited 158 times, 1 visit(s) today