ალექსანდრე ელისაშვილმა კომპანია ,,სითი პარკთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის მერს კომპანია ,,სითი პარკთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაწყვეტად რამდენიმე რეკონმედაცია შესთავაზა.
დეპუტატის განცხადებით, ამისთვის საჭიროა თბილისის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირი ტრანსფერი მოითხოვოს.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, მერიას ეს საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ გაუკეთებია და მაგალითისთვის ეროვნული სტადიონისა და აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტრანსფერის სახით ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა დაასახელა.
საკრებულოს წევრმა დედაქალაქის მერი თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ტელედებატებშიც მიიწვია, სადაც იგი თავისი რეკომენდაციებისა და რჩევების დასამტკიცებლად შესაბამისი დოკუმენტაციით წარსდგება.

Visited 147 times, 1 visit(s) today