ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგზე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა წარმოადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა წარმოადგინა.
როგორც წარმომადგენლობით ორგანოს წევრმა განაცხადა, თბილისში ცინცაძის ქ. N63-ის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა N85) მიმდებარედ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემული სანებართვო და სხვა აქტების კანონიერების თაობაზე მან აღნიშნულ საქალაქო სამსახურს განცხადებით უკვე მიმართა.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დასკვნის თანახმად, სახეზეა არქიტექტურის სამსახურის ბრძანებისა და მის საფუძველზე მიღებული მშენებლობის ნებართვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ბათილობის საფუძვლები.
მისივე ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურის მშნებლობის დასკვნის გამო დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახევარ მილიონამდე ლარით იზარალა და შესაბამისმა სამსახურებმა ცინცაძის N63-ის მიმდებარედ მშენებლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ.
ბრიფინგზე სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის თაობაზე ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად.
როგორც ბრიფინგის დასასრულს ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

Visited 154 times, 1 visit(s) today