ალექსანდრე მოწერელიამ, აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ, მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს. აზა ადამია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სულებს,მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები

Visited 98 times, 1 visit(s) today