ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოთავსებული ბავშვები მოინახულა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მერ ლევან კუპრეიშვილთან ერთად, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოთავსებული ბავშვები მოინახულა.

“ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, უმრავლესობა სახლებში გაეწერა, ამ ეტაპზე კი საავადმყოფოში რჩება 4 ბავშვი, რომელთაც დღის ბოლომდე გაწერენ. ყველა ბავშვი მშობლებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ვინაიდან მოწამვლის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ამ თემაზე სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას. არის სხვადასხვა ვერსია, რომელსაც გამოძიება აუცილებლად დაადგენს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. დღეს , სენაკის მე-2 საჯარო სკოლის 24 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Visited 103 times, 1 visit(s) today