სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს რეგიონულ კოორდინატორს ჯონათან ჰეიესს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები და მათი პრობლემები განიხილეს. ჯონათან ჰეიესმა, ალექსანდრე მოწერელიას საელჩოს მიერ, დევნილთა კუთხით განსახორციელებელი პროექტები გააცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ალექსანდრე მოწერელია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს რეგიონულ კოორდინატორს შეხვდა
12/02/2019