ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ახალ მოადგილეებს გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერის მოადგილეებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“მისასალმებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენა – კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! მჯერა, ღირსეულად უხელმძღვანელებთ მუნიციპალიტეტს და შეუქცევად პროცესად აქცევთ ახალგაზრდების, წარმოჩენასა და მათ ჩართვას მუნიციპალიტეტის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესებში“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეხვედრაზე ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე და უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს ზუგდიდში მიმდინარე პროექტები. ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ახალი მოადგილეები გუშინ წარადგინა. პირველი მოადგილის პოზიცია გიგა ფარულავამ დაიკავა, მოადგილედ კი კონსტანტინე კაკავა დაინიშნა. გიგა ფარულავა მერიაში ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ხოლო კონსტანტინე კაკავა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას.

Visited 102 times, 1 visit(s) today