ალექსანდრე მოწერელია მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ჩხოროწყუს პირველ საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
ჩხოროწყუში ყოფნის დროს ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა რეგიონში სათანადოდ უნდა მოხდეს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, ამ საკითხს კურირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გაუწევს. პირველი პრეზიდენტის მომხდრეებმა ალექსანრე მოწერელიას მადლობა გადაუხადეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილების მიღების გამო.
შეხვედრის დასრულების შემგედ სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.

Visited 111 times, 1 visit(s) today