ალექსანდრე მოწერელია რეგიონის კარატისტებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის კარატისტებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. სპორტსმენებმა სახელმწიფო რწმუნებულს მათ მიერ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის გარდამავალი თასი გადასცეს, რომელიც მომავალ ჩემპიონატამდე რწმუნებულის ადმინისტრაციაში განთავსდება.

„მიხარია თქვენი წარმატება და გისურვებთ, რომ ეს თასი კიდევ დიდხანს დარჩეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. რწმუნებულმა სპორტსმენების დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა. 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ-კონტაქტური წესებით მოასპარეზე სპორტსმენთა შორის, სადაც ზუგდიდის გუნდებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

Visited 158 times, 1 visit(s) today