ალექსანდრე მოწერელია სოფელ აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოფელ აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, 2019 წელს აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება, რომელიც 2020 წელს დასრულდება. ასევე, 2019 წელს დაიწყება ურთა-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც.
ალექსანდრე მოწერელია აბასთუმანში არსებულ დაფნის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია. სახელმწიფო რწმუნებული საწარმოში მომუშავე ადამიანებს გაესაუბრა, მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. ქარხანაში 70 თანამშრომელია დასაქმებული. გუბერნატორი, ასევე, ესტუმრა სოფელ აბასთუმანში მდებარე, კონდრატე თათარიშვილის განახლებულ​ სახლ–მუზეუმს.

Visited 99 times, 1 visit(s) today