ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის და სოციალური დისტანცირების საკითხებით დაინტერესდა. 2 აპრილს, ალექსანდრე მოწერელიამ, საკოლმეურნეო ბაზრების ადმინისტრაციები გააფრთხილა დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეთვალისწინებინათ ის რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები გასცემენ. სამ აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათიდან იხურება, მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაა.

Visited 76 times, 1 visit(s) today