ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. რწმუნებული მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა, მოინახულა ხობის ცენტრალური პარკის და სპორტ კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები, ხოლო სოფელ ზემო ქვალონის მოსახლეობას 2019 წელს სოფლის მთავარი გზის მშენებლობის შესახებ აცნობა რომელიც დასახლებას ცენტრალრ გზასთან დააკავშირებს.
მოწერელიამ ისტორიული და რეკრეციული ადგილებიც დაათვალიერა, რომელსაც ტურისტული პოტენციალი აქვს და რეგიონის ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებისათვის მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ის ხობში გენიალური ლოტბარისა და მეგრული სიმღერის პატრიარქის, ძუკუ ლოლუას განახლებულ სახლ–მუზეუმსაც ესტუმრა და ცნობილ ლოტბართა შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ მასალებს გაეცნო.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებთანაც, სადაც რწმუნებულმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, სახლში სადაც პირველმა პრეზიდენტმა უკანასკნელი დღეები გაატარა, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივა გააჟღერა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.

Visited 124 times, 1 visit(s) today