ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გამართა.
მოქალაქეებმა მერთან სხვადასხვა საკითხებზე დახმარების თხოვნით იყვნენ მისულები. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებმა ალექსანდრე სარიშვილს მოახსენეს, რომ სახლს სახურავის პრობლემა ჰქონდა, რაზედაც მიიღეს დაპირება, რომ მათ დახმარება აუცილებლად გაეწევათ.
მიღებაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულიდან, მათთან ერთად იყო ასევე საკრებულოს წევრი აკაკი იმნაიშვილი. მათ მერს მოახსენეს, რომ ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის, “სინოჰიდროს” წარმომადგენლები პურობას არ ასრულებენ და მოსახლეობას ისევ ექმნებათ პრობლემები. მერი, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარებას დაპირდა და თანადგომა აღუთქვა.

Visited 149 times, 1 visit(s) today