ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისგან, გივი კუბლაშვილისგან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ,,მას შემდეგ, რაც ამაღლების ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა-კეთდება ტროტუარები, ქუჩა მოეწყობა მთლიანად, თავიდან ბოლომდე. უახლოესი 10 დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად დასრულდება პროექტი და ქუჩა ჩაბარდება ქალაქს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელს ემატება ორი ახალი ცხაური, რის შემდეგაც დაიგება ახალი საფარი, ბაზალტის ბორდიურებით კი ტროტუარები მოეწყობა. მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

Visited 192 times, 1 visit(s) today